ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.
ინფორმაცია თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა.
სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პარტიაში დაადასტურეს და თქვეს, რომ ეს პოლიტიკურ საბჭოს შეეხება.
როგორც პარტიის წევრმა, ვახო კალოიანმა ფორმულას უთხრა, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები მძიმე და კრიზისული მოვლენა იყო, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კი აუცილებელია ცვლილებები, რათა პარტია გაუმჯობესდეს, თუმცა, პარტიიდან არავინ მიდის.
"რა თქმა უნდა, იმ მძიმე და კრიზისული არჩევნების შემდეგ, რაც გამოვიარეთ, პარტიის შეგნით მსჯელობა მიდის გარკვეულ გაუმჯობესებაზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე, სტრატეგიულ გადაწყობაზე, თუმცა, ბატონი დავითიც, ბატონი გიგაც აქტიურად არიან ჩართულები ამაში. პარტიიდან არავითარ წასვლაზე ლაპარაკი არ არის. პარტიამ არჩევნების შემდეგ დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენ ვეცდებით, სტრუქტურუალდაც და ტაქტიკურადაც მოვერგოთ იმ ახალ ვითარებას, რომელიც დღეს არის". - თქვა კალოიანმა.
ამჟამად ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგი უგულავაა, თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე, პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი კი გიგა ბოკერია.