კანონის უზენაესობა; მედიის თავისუფლება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ - ამ ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებისგან ბრიუსელში, რაც შემდეგ ეტაპზე გადასვლისათვის გადამწყვეტი იქნება. ევროკომისიამ ხელისუფლებას 9 პირობა დაუწესა. მათგან რამდენიმე ახალია, მათ შორისაა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობა.