ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დახვდნენ.
შარლ მიშელი ხვალ, პირველ მარტს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზსაც ეწვევა.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.