logo
ENG



ევროპული საქართველო: ქართული ოცნება 2 ნოემბრიდან ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს

28 ოქტ 202012:36
3 წუთის საკითხავი
clock 1730

ევროპული საქართველო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორშაბათიდან, 2 ნოემბრიდან, ქართული ოცნება ლოკდაუნის გამოცხადებას გეგმავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული ოცნება ამ ნაბიჯით მეორე ტურის წინ ფორის შექმნას აპირებს.

"ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოკდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა