logo
ENG



ევროპული საქართველო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევაზე ახალი ინიციატივით გამოდის

04 ნოე 201912:50
3 წუთის საკითხავი
 
hmnenbd64b7cmpo.jpg

„ევროპული საქართველო“ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივით გამოდის.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივით, საბჭოს წევრთა არჩევა უნდა მოხდეს კენჭისყრით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება უნდა მიეცეს დევნილ და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, თუ ამის უფლებას მას ოკუპირებული რეჟიმი მისცემს.

მათ მიაჩნიათ, რომ ამ გზით კიდევ უფრო განმტკიცდება ქვეყნის სუვერენიტეტი და მოიხსნება ის კითხვის ნიშნები, რომელიც ამ ორგანოს მიმართ არსებობს.

„აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევა მოხდა 1991 წელს, მას შემდეგ არჩევნები არ მომხდარა, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაღიარებთ იმას, რაც ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება, ვინაიდან ეს ვერ იქნება არჩევნები. ეს არის პროცესი, რომელიც ხდება ეთნიკური წმენდის შემდგომ ოკუპაციის ფონზე. ეს არანაირად არ გამოხატავს არც იქ მცხოვრები და არც დევნილი მოსახლეობის ინტერესებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულია, ჩატარდეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველო“ კანონპროექტს დღეს დაარეგისტრირებს.

 


close დახურვა