logo
ENG



ევროპული საქართველო მელიასა და ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს უჭერს

23 ივლ 202121:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/23/yk94xxd6m6n769w.jpg

ევროპული საქართველო მხარს უჭერს თბილისის მერობაზე ნიკა მელიას და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზე ელენე ხოშტარიას კანდიდატურას. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

"ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის  თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ, ევროპული საქართველო უკვე დიდი ხანია, წინა არჩევნებამდეც და ახლაც ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშ ვითარებაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვევბულმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში მწვავე ოპონენტები უნდა ვიყოთ განსხვავებული ხედვების გამო, ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ბოკერიამ. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს. 

ნაციონალური მოძრაობა თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ეცდება ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი  მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ექნებათ პარტიული სია, მაგრამ არ დააყენებენ მერობის საკუთარ კანდიდატს და მხარს დაუჭერენ მელიას და ხოშტარიას. თბილისში მათ ეყოლებათ ვიცე-მერობისა და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი. 


close დახურვა