„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს. დეპუტატები სხდომებს მანამდე არ დაესწრებიან, სანამ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებს არ გადადგამს.
„საპარლამენტო ცხოვრება დაბლოკა და გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ, რომ ის, რაც ხდებოდა პარლამენტში, ეს არ არის პარლამენტი. ეს იყო სპექტაკლი, მონობა, მორჩილება, რომელიც შეუსრულეს ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტი სხვა რაღაცისთვის არსებობს. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ ცხადია მონაწილეობას არ მივიღებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.