ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის, ინფორმაციით, შაბათს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც კაპანაძემ ბრიფინგზე თქვა, სწორედ ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან მოდის ყველა ბოროტება და პრობლემა. კაპანაძის განცხადებით, ეს არის წყარო დღეს არსებული უმუშევრობის, სიღარიბისა და უსამართლობის, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაცაა კარტოგრაფების საქმე.
"ვინც უკმაყოფილოა დღეს არსებული მდგომაროებით, ვეპატიჟებით რესპუბლიკის მოედანზე, რომ შემდეგ ყველამ ერთად მოვაწყოთ საჩვენებელი მსვლელობა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ. ვაჩვენოთ მას, თუ რამდენი ვართ და დავემშვიდობოთ ცოტა ნაადრევად არჩევნების დღემდე", - განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, რომელზეც ეპიდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სრულად იქნება დაცული.