"ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტში კომიტეტებს ტოვებენ.
ამის შესახებ "ფორმულას" პარტიაში განუცხადეს. კერძოდ, სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ტოვებს დარგობრივ, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვის კომიტეტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ განცხადებები უკვე დაწერეს.