logo
ENG



ევროპული საქართველოს წევრის თქმით, მისი შვილი ოცნების მხარდამჭერებმა გაიტაცეს

26 აგვ 202117:10
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრის ნინო გალახვერიძის განცხადებით, მისი 19 წლის შვილი ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გაიტაცეს.

გალახვერიძე ფორმულასთან საუბრისას აცხადებს, რომ მის შვილს, ზაქრო კუსრაშვილს, მმართველი გუნდის მხარდამჭერები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ და შეეცადნენ, მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ.

როგორც ნინო გალახვერიძე ყვება, მას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ იტაცებდნენ, თუმცა სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.

„ჩემი შვილი დაიკარგა და დახმარება მჭირდება. დამირეკა ერთი საათის უკან და მითხრა, გამიტაცეს დედა, მიშველე რამე, შემდეგ ტელეფონი გაითიშა. ვრეკავ, არსად არ არის ბავშვი. 19 რიცხვში აქ მოვიდა თანასოფლელი მანქანით, გაიყვანა ბავშვი, ელაპარაკა. მოვიდა, ხასიათზე არ მეჩვენა. არიან ყველანი ოცნების ხალხი. არ ვიცი, ბავშვზე რა ზეწოლა მოახდინეს", - ამბობს გალახვერიძე.

ფორმულა დეტალებს შსს-სთან აზუსტებს.

 


close დახურვა