ევროპულმა საბჭომ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი სრულად შეაჩერა. გადწყვეტილება საბჭომ დღეს მიიღო.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში გრძელი და რთული სავიზო აპლიკაციის გარეშე შესვლის პრივილეგია აღარ ექნებათ. წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ.
რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული ვიზის შეთანხმების გაუქმებით რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიან ტურისტულ ვიზებზე განაცხადის გაკეთება აღარ შეეძლებათ. მათთვის ვიზები ზოგადი ვიზის კოდექსის მიხედვით გაიცემა, რაც შედეგად რუსი აპლიკანტებისთვის გულისხმობს:
- ვიზის გაზრდილ საფასურს - გადასახადი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება ყველა აპლიკანტისთვის.
- დოკუმენტების დამუშავების გაზრდილი დრო - კონსულის მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო 10-დან 15 დღემდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში, როცა აპლიკაციის მეტი სიფრთხილით განხილვა იქნება საჭირო, შესაძლოა ეს პერიოდი მაქსიმუმ 45 დღემდე გაიზარდოს.
- რამდენიმე შესვლის ვიზაზე შეზღუდვებს - აპლიკანტებს აღარ ექნებათ მარტივი წვდომა იმ ვიზაზე, რაც მათ შენგენის ზონაში რამდენჯერმე შესვლის უფლებას აძლევს.
- საჭირო დოკუმენტების გრძელ სიას - აპლიკანტებს ვიზაზე განაცხადის შეტანისას, მოუწევთ სხვადასხვა სახის დოკუმენტების წარდგენა. ისინი ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული ვიზის შეთანხმებით გათვალისწინებული შემცირებული დოკუმენტების პრივილეგიით.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული ვიზის შეთანხმება ძალაში 2007 წლის ივნისში შევიდა. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეუძლიათ შენგენის ზონაში ერთბაშად მაქსიმუმ 90 დღე გაატარონ.
2022 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, შენგენის ზონაზე წვდომის ამგვარ მოქმედ ვიზას ამჟამად 963 000 რუსეთის მოქალაქე ფლობს.
ევროკავშირმა გამარტივებული ვიზის შეთანხმება რუსეთის ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენებისთვის 2022 წლის 25 თებერვალს ნაწილობრივ შეწყვიტა.
ევროკავშირთან გამარტივებული ვიზის შეთანხმება მხოლოდ მცირე რაოდენობის ქვეყნებს აქვთ. ეს შეთანხმებები დამყარებულია ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებების პატივისცემაზე. კომისია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ შეესაბამება სანდო ურთიერთობებს და ეწინააღმდეგება გამარტივებული ვიზის აპლიკაციის პარტნიორობის პირობებს.