logo
ENG



ევროპულმა საქართველომ მერობის კანდიდატები წარადგინა

16 აგვ 202115:29
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ევროპულმა საქართველომ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, ხონში ზურაბ ჯიბუხაიას და თერჯოლაში ზურაბ ბუცხრიკიძის კანდიდატურები ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით არის შერჩეული.

რაც შეეხება დანარჩენ მერობის კანდიდატებს, ესენი არიან:

  • გორი - ეთერ ჯალაღონია;
  • ახალციხე - ზურაბ სადათიერაშვილი;
  • ​ახალქალაქი - არაენ კარაპეტიანი;
  • მარნეული - ახმედ იმამკულიევი;
  • ​სამტრედია - ჟუკიანა ფოფხაძე;
  • კასპი - აკაკი (კახა) გეჯაძე;
  • ამბროლაური - მაია კაციტაძე;
  • თეთრიწყარო - ნინო დავითაშვილი;

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტები, სადაც ევროპული საქართველო შეთანხმებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს:

  • ქუთაისი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
  • თელავი
  • რუსთავი
  • წყალტუბო
  • მარტვილი
  • ქობულეთი
  • ხულო
  • ასპინძა
  • ახმეტა
  • გურჯაანი
  • დმანისი
  • ლანჩხუთი
  • მესტია
  • ჭიათურა

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაა წარდგენილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. 


close დახურვა