logo
ENG



ევროპულმა ქვეყნებმა შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყეს

18 მაი 202007:57
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დღეიდან აამოქმედა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ. მათ შორის არის იტალია. ქვეყანაში იხსნება ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სილამაზის სალონები, თუმცა ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ვალდებულება.

მიმოსვლა აღდგა რეგიონებს შორისაც და ხალხი მოგზაურობას ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეძლებს. კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს ესპანეთიც. მადრიდისა და ბარსელონას გარდა, სხვა ქალაქებში 10-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები გახდა.

ევროპულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ყოველდღიურმა მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფექციით იტალიაში 145 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 27 მარტს დაფიქსირებულ რეკორდულ დღიურ მაჩვენებელს დაახლოებით 6-ჯერ ჩამოუარდება. 


close დახურვა