logo
ENG



ევროსაბჭო ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაზე:ეს საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა

18 მარ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული პოლტიკური შეთანხმება საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა",-ამ განცხადებით გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიღწეულ შეთანხმებას.

ორგანიზაციის ვებგერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ასამბლეის თანამომხსენებლები მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიღებას და იმედს გამოთქვამენ, რომ მისი იმპლემენტაციაც დროულად და თანმიმდევრულად განხორციელდება.

„ამ შეთანხმებას პოლიტიკურ გარემოში ქრონიკული დაძაბულობისა და პოლარიზაციის შემცირება შეუძლია, რაც გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესზე საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, შეინარჩუნონ ეს იმპულსი და წარმოაჩინონ პოლიტიკური ნება და სიმწიფე, რომ სხვა საკითხებზე მიაღწიონ შეთანხმებას, რომლებიც მათ პოლარიზაციას იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა