logo
ENG



ევროსაბჭომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა

30 იან 202000:06
3 წუთის საკითხავი
 
3tlrlmlejfbv14f.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. გამართულ პლენარულ სხდომაზე ასამბლეის 96 წევრმა უფლებამოსილების დამტკიცებას მისცა ხმა, ხოლო 44 წევრი წინააღმდეგი იყო. 

გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა გააპროტესტეს. ისინი სხვა პარტნიორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად რუსეთისთვის უფლებამოსილების გასაჩივრების მომხრენი იყვნენ. 

სტრასბურგში გამართულ კენჭისყრაში რუსეთის დელეგაციის წევრებს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ.


close დახურვა