logo
ENG



ევროსაბჭოს დეკლარაცია რომელშიც ცხრა ქვეყნის დელეგაცია რუსეთის უფლებამოსილებას აპროტესტებს

31 იან 202019:39
3 წუთის საკითხავი
 
7zyotrw9jlwuqyd.jpg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 ქვეყნის: მოლდოვის, შვედეთის, ლიტვის, ლატვიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებმა ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საწინააღმდეგო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსული მანდატების დაშვებას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია, სამაგიეროდ, სრულად სცემს პატივს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და დააკმაყოფილებს საპარლამენტო ასამბლეის ყველა რეზოლუციას.

მათ შორის, რეზოლუციებს, რომლებიც გმობენ წესდების III მუხლის დარღვევით ყირიმის ანექსიას, რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე სამხედრო აგრესიას, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან მიმართებაში 1633, 1647, 1664, 1683, 1648 და 1916 რეზოლუციების იმპლემენტაციის შეუსრულებლობას და რეზოლუციებს, რომლებშიც გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება” ყირიმელი თათრების მიმართ მოპყრობის საკითხზე.

ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ რეზოლუციების იმპლემენტაცია, 2297 და 2252  ჩათვლით, რომლებიც თავად რუსეთის ფედერაციაში დემოკრატიის ჩამოშლას ეხება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი აღმოფხვრა რუსეთის მთავრობისა და დაბრუნებული დელეგაციის მიერ და ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას, რომ კონვენციის დარღვევისა და უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესონ.


close დახურვა