ხელისუფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთ მიმართვას არ შეუერთდა. PACE-მა რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა. ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარულის გარდა.
ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც სულ უფრო აძლიერებს კავშირებს რუსეთთან, რეზოლუციის მიღებას არც კი დასწრებია. ასე მოიქცა დელეგაცია მაშინაც, როცა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინიდან ბავშვების მასობრივ დეპორტაციას გენოციდი უწოდა. კითხვაზე - რატომ არ ჩავიდა სტრასბურგში, ოცნება პირდაპირ ამბობს, რომ ესკალაციას ერიდება.