logo
ENG



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოძიებას მხარი დაუჭირა

28 აპრ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/9ae29vh8ez90faq.png
pace.coe.int/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო და მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას.

ასამბლეამ გამოხატა შეშფოთება რუსეთის ჩადენილი სისასტიკისადმი და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შემთხვევების გამოძიებას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ფრენკ შვაბის, გერმანიის ბუნდესტაგის წევრისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის სოციალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენლის ანგარიშის საფუძველზე 147-დან 144 ხმით მიიღო რეზოლუცია და განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი რიტორიკითა და ქმედებებით ევროპის რუკაზე ახალი გამყოფი ხაზი დააბრუნა.

PACE აცხადებს, რომ შეძრწუნებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩადენილი სისასტიკის მზარდი სამხილებით და გამოხატავე სრულ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რაც რუსეთის მიერ საერთაშორისო ადამიანთა უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების, მათ შორის ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებისა და გენოციდის გამოძიებისა და აგრესორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვისაა საჭირო.

მარია მეზენცევამ, ასამბლეაში ვერხოვნა რადას დელეგაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ დოკუმენტით PACE-მა ევროპის საბჭოს წევრებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიქმნას საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს და დასჯის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ჩადენილ აგრესიულ ქმედებებს.

გარდა ამისა, მეზენცევას თქმით, რეზოლუციაში საუბარია, უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებაზე, რუსეთის ფედერაციისგან ენერგოდამოუკიდებლობასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

„რუსეთმა მყისიერად და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მსოფლიოს დემოკრატიული დღის წესრიგის დასაცავად.“ - წერია საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. 

აღსანიშნავია, რომ ასამბლეამ ასევე შესთავაზა ევროპის საბჭოს გაზარდოს ბელარუს და რუს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელ ჟურნალისტებისა და დემოკრატიული ძალების მუშაობაში ჩართულობის გაზრდა.


close დახურვა