logo
ENG



ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კობახიძეს აირჩევენ

27 იან 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძეს ევროსაბჭოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩევენ.

კენჭისყრა რამდენიმე საათში გაიმართება. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ჩაანაცვლა. კობახიძეს ეს თანამდებობა როტაციის წესით ერგება. 

"შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. ყველაფერი ეხება ჩვენ მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან. ეს პლატფორმა სწორედ ამისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა