logo
ENG



ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შუალედური ზომები მიიღო

16 ნოე 202115:51
3 წუთის საკითხავი
 
ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შუალედური ზომები მიიღო

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი, შუალედური ზომები მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობას მოსთხოვა, აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. 

სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი, შუალედური ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვიტა, საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" მიიღოს შუალედური ზომები, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

სასამართლომ მთავრობისგან მოითხოვა, რომ აცნობოს სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, ასევე გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

შუალედური ზომები არის დაუყოვნებლივი ზომები, რომელიც სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი", - წერია სასამართლოს განცხადებაში. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 

თუმცა, მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა. 

რატი ბრეგაძე არ ითვალისწინებს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სირთულეებს. 

 


close დახურვა