თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
"14 ახალი შემთხვევიდან 2 არის გაჩიანის კლასტერიდან, 9 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 3 არის შემოტანილი, მათ შორის ორი სატვირთო მანქანის მძღოლია", - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება 44 გამოჯანმრთელებულს, მისი თქმით, მათი უმრავლესობა ავღანეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილი სამხედროა.
ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 194 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 8-ის მდგომარეობა კრიტიკული, 14-ის კი მძიმეა.