კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 18-ით გაიზარდა. ახლადგამოვლენილი შემთხვევებიდან 8 ბოლნისის რაიონის სოფლებს გეტასა და მუშევანს უკავშირდება, 2 შემთხვევა გამოვლინდა საკარანტინო ზონებიდან, 8 კი არსებული ინფიცირებულების კონტაქტებია. გამოჯანმრთელებულია 6 პაციენტი.
"18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონია. ძირითადად ესაა გეტა და მუშევანი. შემდეგი 8 დაავადებულებთან კონტაქტებია და მხოლოდ ორია ახალი დადასტურებული. ამ 8 ბოლნისის შემთხვევიდან 4 ჩვენთანაა მოთავსებული, დანარჩენი კი სხვაგან", - აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.
ამ დროისთვის ჯამში 695 დაინფიცირებულია.