logo
ENG



ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს კლასტერია

03 ივნ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

"4 ახალი შემთხვევიდან ერთი არის საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი 3 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 147 ინფიცირებული მკურნალობს. 

"4 ახალი შემთხვევიდან ერთი არის საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი 3 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია. თუმცა ესაა შემოტანილი შემთხვევა, არა საქართველოს მოქალაქეები. ჩვენს ცენტრში კი 57 დადასტურებული შემთხვევაა. ორი შემოგვემატა გუშინ, აქედან ერთი ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტის ოჯახის წევრია და წარმოადგენს საბურთალოს კლასტერს. ორიც გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. მძიმე პაციენტები არ გვყავს, ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობის",-აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

შეგახსენებთ, დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 800-მდეა გაზრდილი. აქედან ​640 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 13 კი, გარდაიცვალა. 

 


close დახურვა