logo
ENG



ეზუგბაია: ამჟამად, საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 პაციენტი წევს

09 მარ 202013:26
3 წუთის საკითხავი
 

დროისთვის საქართველოში ოფიციალურად კორონავირუსით 15 პირია ინფიცირებული. აქედან 14 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო 1 პირი საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა, ორი დაინფიცირებულიდან ერთი საქართველოში ესპანეთიდან შემოვიდა.

„ორი შემთხვევა დაგვემატა და 14 ინფიცირებული გვიწევს. ქვეყანაში 15 შემთხვევაა. ერთი პაციენტი არის კონტაქტი პირთან, რომელიც ჩვენ ცენტრში მოთავსების მეოთხე შემთხვევა იყო. მეორე შემთხვევა არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი მას ხშირად ჰქონდა კონტაქტები იტალიელებთან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც მოთავსებულია ინფექციური განყოფილების ბლოკ-პალატაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა საჩხერის ინფექციური საავადმყოფოს წარმოამდგენელმა.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

გარდა ამისა, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.


close დახურვა