logo
ENG



ეზუგბაია: ახალი 7 პაციენტიდან, 1 ჩვენთან არის მოთავსებული, წყარო ამერიკაა

07 აპრ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად, კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფცირებული 29 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში მყოფი ინფიცირებული პაციენტებიდან 22-ს აქვს პნევმონია.

„ახალი 7 პაციენტიდან, 1 ჩვენთან არის მოთავსებული, წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში 195 პაციენტიდან 69 არის მოთავსებული. განკურნებულია 29 პაციენტია. ამჟამად მკურნალობს ჩვენთან 39 პაციენტი, მათგან 1 კრიტიკული. დანარჩენები პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ექვსივეს. გარდა ამისა, 22 არის საშუალო სიმძიმის პნევმონიით, რომლის მართვა შესაძლებელია. 

გუშინ ჩვენთან 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება. ახალ პაციენტებზე ყველასთან ნეგატიური იყო. გუშინ რამდენიმე ძველ პაციენტთან იყო უარყოფითი პასუხი და ვნახოთ დღის მეორე ნახევარში რა მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 195 პირი, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.


close დახურვა