ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 მძიმე პაციენტი იმყოფება.
ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე, ჯამში 199 ინფიცირებული პაციენტია საქართველოში.
„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადაასტურებული შემთხვევა ანუ სულ დადასტურებული შემთხვევაა 266. აქედან, 78 ჩვენი პაციენტია. გაეწერა გაჯანმრთელებული ქვეყნის მასშტაბით 67 პაციენტი. აქედან, 45 პაციენტი ჩვენია. გუშინ 44 იყო, ერთი დაგვემატა დღის ბოლოს და გახდა 45.
ამ ეტაპზე, 199 პაციენტი მკურნალობს 10 კოვიდის მიმღებ ცენტრში. ჩვენთან კვლავ რჩება ორი ძალიან მძიმე პაციენტი. ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ვერ ხდება სტაბილიზაცია. დანარჩენი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მათთანაც დროულად დაიწყება გამოჯანმრთელება.
ახალი ინფიცირებულიდან 1 ჩვენია და ეს არის მარნეული. დანარჩენი არის უმეტესობა რეგიონები, უმეტესი ქობულეთის კლასტერია. 1-2 არის თბილისის შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა.