logo
ENG



ეზუგბაია: ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 141 ინფიცირებულიდან 80% მძიმე პაციენტია

24 სექ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ 141 ინფიცირებული პაციენტიდან, 80%-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკული. 

"141 პაციენტი ვნახე. 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. ძირითადად მძიმე პაციენტები გახლავთ. კრიტიკული პაციენტი არის 9.  ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თუ კიდევ მოიმატებს პაციენტების რაოდენობა, საწოლფონდი იყოს საკმარისი", - აცხადებს ეზუგბაია. 

ჯერჯერობით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ განახლებულა. 23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 255 სულ მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია.


close დახურვა