logo
ENG



ეზუგბაია: გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას

16 მარ 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი, სავარაუდოდ, კლინიკიდან დღეს გაეწერება - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 28 პაციენტიდან 8-ს აქვს პნევმონია.

„დღეს დილის მონაცემებით, ჩვენთან 45 პაციენტი წევს, 28 ინფიცირებულია. გუშინ გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მეორე ჯერზეც მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთან ჩატარდება ტესტირება და ვიმედოვნებთ იქაც პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი. 

"28 პაციენტიდან გყვავს 8 პნევმონიით პაცინეტი. 4 პაციენტი მძიმე პნევმონიითაა. ვიმედოვნებთ, გარკვეული პერიოდის მერე დადგება გაუმჯობესებული სიტუაცია. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალო სიმძიმეა და მკურნალობას ექვემდებარება.

"თუმცა, ამ სიტუაციაში მოქმედებს როგორც ორგანიზმი, ასევე ვირუსის მიმდინარეობა. ამიტომ, ძალიან ვფრთხილობთ. ყოველდღიურ რეჟიმში ვსაუბრობთ, მაგრამ ესეც ფრთხილია, რადგან ყვოელდღე შეიძება მდგომარეობის დამძიმება. გამოჯანმრთელებული პაციენტი ალბათ დღეს დატოვებს კლინიკას. დატოვების შემდეგ პაციენტი გადავა თვითიზოლაციაშია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბრისას კაფე „მთვრალი ალუბლის“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.

„დაინფიცირებულთა შორის ჩვენს კლინიკაში ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში მოდის. გაცხადდა, რომ რამდენიმე დაწესებულება კორონავირუსის მქონე პაციენტების მიმღები იქნება. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი სხვა კლინიკებშია. ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ კაფემ „მთვრალი ალუბალი“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაურეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და აცნობეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ტურისტები დადიოდნენ აღნიშნულ კაფეში, რომლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, ხოლო ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 პირი.


close დახურვა