ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსს საქართველოში 119 ადამიანი მკურნალობს.
ეზუგბაიას თქმით, დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანი დაინფიცირდა.
„გუშინ დილის მონაცემებით 810 დადასტურებული შემთხვევა იყო. დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და გყვავს 818 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და არის 686 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, ინფიცირებულის 84%-ია. ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში 119 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.
"8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი მარნეულის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი გახლავთ საკარანტინო სივრიცდან შემოტანილი, 3 გახლავთ სამედიცინო პერსონალი და ისინი ჩვენი კლინიკიდან არ არიან. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ასევე დადასტურებულ შემთხვევებს და დღევანდელ დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია.
"2 შემთხვევა არის მარნეულიდან და მარნეულში ვინაიდან დიდი ხანია უკვე არის, წყარო კონტროლდება. ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის საუკეთესო სამსახური, რომელმაც დღემდე მოიტანა ქვეყანა, რომ ზომიერი კონტროლია მატება დაავადების.
"ამ ეტაპზე ჩვენ ცენტრს 40 დადასტურებული შემთხვევა გყვავს. აქედან 1 მძიმე პნევმონიით პაციენტია, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და ალბათ, გამოჯანმრთელების პროცედურა დაიწყება მალე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.