თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის დინამიკა პაციენტებში ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია ორგანიზმზე.
„შეიძლება ზოგს დაბალი ჰქონდეს ტემპერატურა ზოგს მაღალი, მაგრამ დაავადების პროგრესირება შეიძლება მიდიოდეს განსხვავებულ რეჟიმში. ამ სამქეში მარტო ვირუსი არ მონაწილეობს, მონაწილეობს ორგანიზმიც, დამოკიდებულია როგორია ორგანიზმის მდომარეობა, იმუნოკომპეტრნტური თუ იმუნოკომპრომენტირებული“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.