logo
ENG



ეზუგბაია: იმედია, პიკს ზომიერი მატებით გადავივლით

04 მაი 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას უმკლავდება.

ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ქვეყანა ვირუსის პიკის პერიოდს გაუმკლავდება.

„დაავადებასთან დაწყებული ბრძოლა, ეს იყო თებერვლის პირველი რიცხვებიდან დღემდე, არსებული შედეგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ პრობლემას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ პიკის პერიოდსაც ასევე გავუმკლავდებით და გავივლით ისე, რომ კვლავ გვექნება ზომიერი და კონტროლირებადი მატება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რყევებს არ შეიცავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 593 შემთხვევა ფიქსირდება. ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი,  გარდაცვლილია - 9. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4830 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 521 პაციენტი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა