logo
ENG



ეზუგბაია: ინფექციურში მოთავსებული ჩინელები ინფიცირებული არ არიან

25 თებ 202008:42
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ,  ინფექციურ საავადმყოფოში მოუწიათ მისვლა, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი მათ არ უდასტურდებათ. ტურისტებს ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის პრობლემა არ დაუფუქსირდათ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მოქალაქეები ინფიცირებულები არ არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოო კვლევის შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა არაა მძიმე. არც ინფიცირებული არიან და არც, ვიმედოვნებთ, არ წარმოადგენენ საშიშროებას გარშემომყოფთათვის. ორივესთან ტემპერატურა ნორმალურია და არც რაიმეს უჩივიან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჩინეთის მოქალაქეები ინფექციურ საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მათმა გამოჩენამ თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებში პანიკა გამოიწვია. მათ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს და ჩინეთის მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს.  


close დახურვა