logo
ENG



ეზუგბაია: ინფიცირებულებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

31 მარ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 მძიმე პაციენტი იმყოფება.

ეზუგბაიას თქმით, ოთხიდან ერთის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

„ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია. ოთხი მძიმე პაციენტი გყვავს. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე კრიტიკული აღარ იქნება. დანარჩენ პაციენტებთან არ არის დღე-ღამის განმავლობაში მუდმივი სტაბილური სიტუაცია და მათზე საუბარი რთულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

 


close დახურვა