ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 46 კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.
ეზუგბაიას თქმით, აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.
„ათი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 496 შემთხვევაა დილის მონაცემებით. გამოჯანმრთელებულია 149. ჩვენს ცენტრში 46 დადასტურებული შემთხვევაა. თითქმის ყოველდღე ხდება გამოჯანმრთელებულთა გაწერა და ახალი პაციენტების მიღება. ციფრები დაახლოებით 44-სა და 47-ს შორის მერყეობს. გამოჯანმრთელებული უკვე 57 პაციენტი გყვავს. დილას ტარდება მონიტორინგის თვალსაზრისით 6 პაციენტზე ტარდება ანალაზი. ვნახოთ, რამდენს ექნება უარყოფითი, რათა გავუშვათ ბინაზე.
"ახალი ინფიცირებულებიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. მივიღეთ კიდევ 1 ბავშვი და ახლა 11 მოზარდი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 17 მძიმე პნევნომიით გყვავდა, 2 კრიტიკული გყვავდა. მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ისინიც მძიმე პნევმონიის კატეგორიაში გადიან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.