თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია.
რაც შეეხება დანარჩენ 5 შემთხვევას, მათგან 4 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით 259 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4-ის მდგომარეობა კრიტიკული, 23-ის კი მძიმეა.