თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია.
რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, მისივე თქმით, 7-ვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 220 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკული, 21-ის კი მძიმეა.