logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

28 აგვ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ 5 შემთხვევას, როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, 3 შემოტანილი, 2 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში 232 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკული, 17-ის კი მძიმეა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 1 455 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1 196 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა