logo
ENG



ეზუგბაია: კორონავირუსის პროგრესირების დრო 14 დღიდან 20 დღემდე გაიზარდა

17 მარ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
9zio60evejr4v2c.png

დაავადების პროგრესირების დრო 14 დღიდან 20 დღემდე გაიზარდა - ეს განცხადება ცოტა ხსნის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტრმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ბოლო ინფორმაცია გააცნო და განაცხადა, რომ ვირუსით კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გამოჯანმრთელებულ პაციენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაწერა ჯერ არ იგეგმება. 

„ამ ეტაპზე, დადასტურებული წევს 29 პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. დღეს ჩაუტარდება მას კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია ვსაუბრობ, რომ უკვე მეორე და მესამე დღეა გასული. დაავადების პროგრესირებას, ალბათ, არ მოველოდებით რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე და უკვე შეიძლება, სიტუაციის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ. დანარჩენ პაციენტებზე ჯერჯერბოით სიტუაცია მართვადია.

"დაავადების პროგრესირების დრო 14 დღიდან 20 დღემდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის საუბარი, რომ მეორე პაციენტმა დატოვოს საავადმყოფო. ჯერჯერობით ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს. გუშინ რომ გაეწერა პაციენტი, გასული იყო ჩვენთან ყოფნის სამკვირიანი ვადა და ორჯერ მოუვიდა უარყოფითი პასუხი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად 34 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 მოქალაქე.


close დახურვა