logo
ENG



ეზუგბაია: ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტის ტესტის პასუხს ველოდებით

03 აპრ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 
hqxcn1vy1rnhfc2.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება და მათი რაოდენობა ისევ 148-ს შეადგენს.

მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან, რომელიც დღეს გვიან გახდება ცნობილი.

„სიახლეები ამ ეტაპზე არ არის უცვლელი სიტუაცია გვაქვს. 148 დადასტურებული შემთხვევაა. ​კორონავირუსით დაინფიცირებული ​40 პაციენტი იმყოფება ჩვენთან. ინფექციურ კლინიკაში 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველას პასუხი უარყოფითია. დილის შემდეგ ჩვენთან კიდევ იქნა ჩატარებული დაახლოებით 8 პაციენტზე ტესტირება, რომელთა ანალიზების კვლევაც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს და პასუხი გვიან გვექნება. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


close დახურვა