logo
ENG



ეზუგბაია: მძიმე პნევმონიით ორი პაციენტი გყვავს

22 მაი 202010:56
3 წუთის საკითხავი
clock 644

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად, კლინიკაში 35 კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, დასტაბილურდა საავადმყოფოში მყოფი ერთადერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა.

„მხოლოდ და მხოლოდ ორი ახალი შეგვემატა ახალი დადასტურებული შემთხვევა და 723 გვყავს. გამოჯანმრთელების რიცხვი 10-ით გაიზარდა, 485 გვყავდა და ახლა 495-ია. ამ მონაცემებით, „კოვიდცენტრებში“ დღეისთვის მკურნალობს 216 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც იზრდება, როგორც ხედავთ და სხვაობაც იზრდება მათ შორის. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 216-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. ეს თანდათან თუ გაიზრდება, არაჩვეულებრივი იქნება.

"ჩვენთან დღეს დილისთვის 40 პაციენტი წევს. აქედან 35 დადასტურებულია. ახალიდ ადასტურებული არ მიგვიღია. 5 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევაა და პასუხები დღის განმავლობაში გვეცოდინება.  ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჩვენი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კეთილსაიმედოა. მდგომარეობა დასტაბილურდა. თუ ასეთი მდგომარეობით გაგრძელდება, მალე გაწერაზე ვისაუბრებთ. მძიმე პნევმონიით 2 პაციენტი გყვავს. მათი მონაცემები არასტაბილურია, მაგრამ იმედია, აქაც ყველაფერი კარგად იქნება. 

"ბოლო 24 საათში დადასტურებული ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე არის საკარანტინო სივრციდან“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 723-მდე გაიზარდა. გასული ღამის მონაცემებთან შედარებით კოვიდპაციენტების რაოდენობამ 2-ით მოიმატა.

განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან 495 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა