logo
ENG



ეზუგბაია: რიცხვი - 158 ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცვათ წესები

12 სექ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 
vagfj2g2dzd2w4n.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ რაც მეტად გამოვლინდება და დადასტურდება COVID-ინფიცირებულთან კონტაქტი, მით ნაკლებად გავრცელდება ვირუსი.

"ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს რიცხვი - 158 ახლა ნუ შეგვაშინებს. ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ. ეს ციფრი გვეუბნება, რომ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ ჩვენ საკუთარი თავების მიმართ. აუცილებელია დისტანცია, პირბადეების ტარება, ხელის ჰიგიენა". - თქვა მან.

მისივე თქმით, თუ ახლანდელი მდგომარეობა პიკია, 2 კვირის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ის  გადავლახეთ და სიტუაცია კონტროლორებადია.

"ციფრების მატება არ უნდა იყოს საპანიკო, უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსის ასეთი გამოვლენა ჩვენი თავდაცვაა". - თქვა ეზუგბაიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 11 სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსზე 459 583 ტესტი გაკეთდა.

დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ჯამში, საქართველოში COVID 19 სულ 2075 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1363 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


close დახურვა