logo
ENG



ეთნიკური შუღლის გაღვივება ჩვენი ქვეყნის განვითარების შემაფერხებელია - ზაურ ხალილოვი

31 მაი 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

რა კონკრეტული მიზეზით დაიწყო გამოძიება უსაფრთხოების სამსახურმა - „ფორმულა“ ადგილობრივ სასულიერო ლიდერებსაც ესაუბრა. სუს-ის განცხადების ბუნდოვანება მათში ეჭვებს იწვევს. 

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ გამოძიება მისთვისაც ბუნდოვანია. მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალისებენ დისკრიმინაციას და ეს ბოლომდე უნდა გამოიძიონ.

„ჩვენს რეგიონში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება დაპირისპირებამდე მიიყვანონ საქმე. ჩვენ ეს არ გვინდა. ეს შეიძლება იყოს ყველა. ჩვენ პრობლემას არ ვქმნით. კარანტინის დროსაც გვავიწროებდნენ ეთნიკური თვალსაზრისით. ასევე მგონია, რომ სასულიერო პირები სიძულვილის ენით საუბრობდნენ. ხალხი პატივს სცემს ნარიმანოვს და თუკი ხალხი პატივს სცემს, მას არავინ უნდა შეეხოს", - აცხადებს სერიდი მირტაგი ასადოვი.

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში“ ფიქრობენ, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მისი უსაფრთხოებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

„ხელისუფლება შემჩნეულია ამაში არაერთხელ - მაგალითად, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ასადოვის დაპირისპირება საზღვარზე. იმედია, მეტ სისულელეს არ ჩაიდენენ არც ხელისუფლების წარმომადგენლები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან შემაფერხებელია", - აცხადებს ზაურ ხალილოვი.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში" კი ამბობენ, რომ არ აქვთ რეალური რეაგირების იმედი, რადგანაც ხელისუფლება მსგავს ჯგუფებთან თანამშრომლობს და, როგორც წესი, მათ სამართლებრივ პასუხისგებაში არ მისცემენ.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ განცხადებას ექნება ეფექტიანი რეაგირება. ვხედავთ, რომ ვინც ამგვარ მოწოდებებს აკეთებენ, პასუხს არ აგებენ ხოლმე და უფრო მეტიც, ჩანდა მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნები. ამ ჯგუფებს ხელისუფლება იყენებს და არ მაქვს მოლოდინი, რომ რეაგირება გაგრძელდება", - ამბობს თამთა მიქელაძე.


close დახურვა