logo
ENG



ეკა გიგაური ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

26 ივლ 202222:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/26/h8hodw5w5nh570p.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

მმართველი კომიტეტის საქმიანობას ეკა გიგაური 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუერთდება და იქ სამი წლის განმავლობაში იქნება. გარდა ამისა, კომიტეტის წევრებად აირჩიეს ნატალია კარფი (Open Data Charter) და ბარბარა შრაინერი (Water Integrity Network).

22-წევრიანი მმართველი კომიტეტი, სადაც 11 წევრი მთავრობების და 11 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი შედის, OGP-ის აღმასრულებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. მის ფუნქციებს შორისაა OGP-ის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა და გავრცელება, ასევე, სტრატეგიული დონეზე საქმიანობის დაგეგმვა და პარტნიორობის ფუნქციონირების ზედამხედველობა. საქართველო 2011 წლიდან არის OGP-ის წევრი.

2021 წლის შემოდგომიდან ეკა გიგაური ასევე არის საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრი.


close დახურვა