პარლამენტის დეპუტატის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
ხერხეულიძემ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში ცოტა ხნის წინ მოინახულა.
"ჩემს შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გონება დაკარგა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ექიმები ინფორმირებულები არიან და მუშაობენ. ხვალ დილით ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს.
ეს უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდია, ძალიან შემაშფოთებელია, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას", - თქვა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.