logo
ENG



ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექციას ობიექტის დახურვის ბერკეტიც ექნება

20 აგვ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 
ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექციას ობიექტის დახურვის ბერკეტიც ექნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დამატებით, ობიექტის დახურვაც შეეძლება, თუ ის განმეორებით შემთხვევაშიც არ დააკმაყოფილებს დაწესებულ ნორმებს.

მინისტრმა 20 აგვისტოს მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ დღესდღეობით, პანდემიასთან დაკავშირებით ნორმების დარღვევისთვის 100-ზე მეტი ობიექტია დაჯარიმებული. 

"გამომდინარე იქიდან, რომ რიგ შემთხვევებში ისინი [დაჯარიმებული ობიექტები] განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები, დღეისათვის, შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი: იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებსა და მოთხოვნებს, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება, რომ დახუროს ობიექტი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 


close დახურვა