საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტის უვადოდ მინიჭებას არ ემხრობა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც არიან მთავარი უწყებები და გასცემენ რეკომენდაციებს, სრულად არ იზიარებენ იმას, რომ კოვიდგადატანილებს აძლევენ მწვანე პასპორტს.
"ვერ ვიტყვი მე რა თქმა უნდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც არიან მთავარი უწყებები და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ აქ არსებობს გარკვეული სხვა საფუძველი, ვინაიდან ჩვენთვის მნიშნველოვანი არის ამ ეტაპისთვის სწორად დაინერგოს და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტი, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად, მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება, განიხილება ყველა სახის ცვლილება საჭიროებიდან გამომდინარე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს" - ამბობს ტიკარაძე რუსთავი ორის ეთერში.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.
რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.