ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.