logo
ENG



ეკლესია არ ერიდება, რომ ადამიანები გაწიროს სიკვდილისთვის - ბასილ კობახიძე

07 აპრ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ეკლესია არ სცდება ფანატიკურ პოზიციებს. თეოლოგი ფიქრობს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რაციონალური არგუმენტებით საუბარი აზრს მოკლებულია და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.

„ეკლესია არ ერიდება, რომ ადამიანები გაწიროს სიკვდილისთვის, უამრავ8 მღვდელი და ეპისკოპოსი გამოდის, რომ არ დაკეტავენ ეკლესიებს, ჩვენი მედიაც ტირაჟირებს მათ ბოდვებს. საზოგადოებამ ამით შოკი მიიღო და ცდილობს სადმე გაიქცეს. ამბობენ, რომ დისტანციას იცავენ, მაგრამ მერე ჩანს, რომ მღვდელი დადის და ჯვარს ამთხვევინებს მრევლს", - ამბობს ბასილ კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.

მიუხედავად კოვიდ-19-ის პანდემიისა საპატრიარქომ ტაძრებში ზიარების წესი არ შეცვალა, თუმცა მოგვიანებით პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს და სასულიერო პირებს მიმართა. პატრიარქის თქმით, ეკლესიის კარის დახურვა შეუძლებელია. მან საზოგადოებას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო სასულიერო პირებს ტაძრებსა და მონასტრებში განთავსებული ხატების ხშირი გაწმენდა ურჩია. 


close დახურვა