logo
ENG



ეკონომიკის ვარდნის პარალელურად, დასავლეთ ევროპაში იზრდება ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც

30 აპრ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში რეცესია დაიწყო. ეკონომიკურ ვარდნას განიცდის იტალია. გერმანიაში კი უმუშევრობის რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ე.წ. ლოქდაუნის ეტაპობრივი გაუქმების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპას კვლავ აფრთხილებს და აცხადებს, რომ რეგიონი კვლავ კორონავირუსის მარწუხებშია. 

იტალიაში კარანტინის ეტაპობრივ გაუქმებამდე 4 დღე დარჩა. 4 მაისიდან ქვეყნის რეგიონებში ორი თვის წინ დაწესებული მკაცრი შეზღუდვები  ნაწილობრივ უქმდება, თუმცა ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი უკვე სახეზეა. იტალიაში რეცესია დაიწყო. მოსახლეობაც და მედ პერსონალიც დღეს ქუჩაში გამოვიდა. 

იტალიის პრემიერი პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი - 15 მილიარდი ევრო კომპანიების დასახმარებლად იქნება გამოყოფილი, 25 მილიარდი კი საჯარო სექტორის თანამშრომლებისა და თვითდასაქმებულებისთვის. პარლამენტში ჯუზეპე კონტეს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა დღეს  გამოსვლა შეაწყვეტინეს, მათი პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ საუბრის დაწყებამდე პრემიერმა დამცავი ნიღაბი მოიხსნა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეცესიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გერმანიაშიც. კორონავირუსის პანდემიის შედეგად უმუშევრობა ერთ თვეში 13 პროცენტითაა გაზერდილი. სამუშაო ადგილი 300 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. 

ეკონომიკის ვარდნის პარალელურად, დასავლეთ ევროპაში იზრდება კორონავირუსის შემთხვევებიც და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც. იმ ფონზე, რომ ქვეყნებში საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო, ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაციამ მორიგი გამაფრთხილებელი გზავნილი გაავრცელა.

ესპანეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში პირველად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყველაზე დაბალი- 268 იყო. ინგლისში გასული 24 საათის განმავლობაში 391 ადამიანი დაიღუპა. გერმანიაში კი 37. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მსხვერპლი იქ ერთ დღეში 143-ით გაიზარდა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, რომ კომპანია გილეადის პრეპარატის რემდესივირის გამოცდამ პოზიციური შედეგი აჩვენა. ის კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის ხანგრძლივობას ამცირებს

შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა 71 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადების შემთხვევები კიდევ ერთ სამხედრო გემზე აღმოაჩინეს. ვირუსი სან დიეგოს პორტში გაჩერებული სარაკეტო კრეისერის „ქდის" 64 მეზღვაურს დაუდგინდა. 


close დახურვა