ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი.
"კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც. გახარია თვითიზოლაციაში ამს შემდეგ გადავიდა, რაც მისი დაცვის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდა.